Belive

რონალდუმ სატელეფონო ზარით ორი ფეხბურთელი მანჩესტერში გადასვლაზე დაითანხმა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრაზილიელი ფეხბურთელი, რაფაელ და სილვა საინტერესო ისტორიას იხსენებს და ყვება, თუ როგორ დაურეკა მას მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, კრიშტიანუ რონალდუმ ტელეფონზე და როგორ დაარწმუნა ის და თავისი ტყუპისცალი ძმა ფაბიო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებაში.
"მან დარეკა ჩემს ტელეფონზე და მე ეს არასოდეს დამავიწყდება. ჩემი ტელეფონის ეკრანზე ყველა ციფრი ნული იყო, რაც საერთაშორისო ზარის აღმნიშვნელია. ვფიქრობდი: "ვინ არის ეს?". არასოდეს მიმიღია მსგავსი ზარი.
No description available.
მან უბრალოდ თქვა: "აჰ, [პორტუგალიური მისალმება]!" მე გავიქეცი გუნდის ავტობუსში და დავიძახე: "ეს რონალდუა, ეს არის რონალდუ! ის გვეძახის სალაპარაკოდ!" მან უბრალოდ თქვა: "როგორც იცით, მანჩესტერში ხშირად წვიმს. მე გირეკავთ, რომ გითხრათ - "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს ხელი მოაწერეთ. ვიცი, რომ მოგეწონებათ" და ა.შ. არ მჯეროდა, ეს იყო საოცრება", - თქვა რაფაელ და სილვამ. ამ თემაზე 2020 წელს რაფაელის ტყუპისცალმა, ფაბიო და სილვამაც ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ 5 ოქროს ბურთის მფლობელის ზარი მისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გადასაბარგებლად გადამწყვეტი აღმოჩნდა.
No description available.
ინგლისურმა გრანდმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დახმარებით ორივე ძმა 2008 წლის იანვარში, ბრაზილიური "ფლუმინენსედან" დაიმატა და მათ კლუბში 2015 წლამდე ითამაშეს (რაფაელმა კლუბი 2015 წლის აგვისტოში, ხოლო ფაბიომ 2014 წლის იანვარში დატოვა), თუმცა განსაკუთრებით დიდი სათამაშო დრო მათ არ მიუღიათ და განათხოვრებით წასვლაც მოუწიათ. საერთო ჯამში, ფაბიოს აქტივში "მანჩესტერში" 56 მატჩი და 3 გოლი, ხოლო რაფაელის მონაგარი 169 შეხვედრა 5 გოლი და 15 საგოლე პასია, პირველმა მათგანმა კლუბთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ჯერ მოიგო, მეორემ კი ეს სამჯერ გააკეთა.  

სხვა სტატიები