რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების ვარჯიში ისევ გამოტოვა
კრიშტიანუ რონალდუ ეროვნული ნაკრების ვარჯიშში ზედიზედ მესამე დღეა არ მონაწილეობს.
გამოცემა A BOLA-სთვის ცნობილი გახდა, რომ კაპიტანმა კოპენჰაგენში, პარკენის სტადიონი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიკროავტობუსით დატოვა, მაშინ როცა ყველა თანაგუნდელი, კონსეისაუს გარდა, უკვე მოედანზე იმყოფებოდა.
არადა, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა. ცოტა ხნით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, რონალდუს მოედანზე გამოჩენა დაადასტურა:
გუშინ მას ვარჯიშზე უარი არ უთქვამს. არ უვარჯიშია ტრავმირებულ კონსეისაუს და ფელიქსს, რომელიც დავასვენეთ, ხოლო კრისმა დარბაზში იმუშავა. ის დღეს ივარჯიშებს. ეს მეოთხე დღეა, ასე რომ, ივარჯიშებს.
ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სტადიონის ტრენაჟორების დარბაზს არ ჰქონდა ის კონკრეტული და საჭირო ინვენტარი, რომელიც რონალდუსთვის შედგენილი ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამისთვის იყო საჭირო.
პორტუგალიური მედიის ცნობით კი, რონალდუსა და ჟეზუშს შორის უთანხმოებაა, რისი მიზეზიც წინა მატჩს უკავშირდება. ნორვეგიასთან შეხვედრაში კრიშტიანუ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, რამაც მისი დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
🚨 CRISTIANO RONALDO 🇵🇹 A DE NOUVEAU MANQUE L’ENTRAÎNEMENT DU PORTUGAL !!! ❌
— Actu Foot (@ActuFoot_) September 30, 2026
Pour la troisième journée consécutive.
Jorge Jesus avait pourtant affirmé que CR7 allait s’entraîner…
🗞️ @abolapt pic.twitter.com/PVLhZlVkuN