რონალდუმ ერ-რიადის 99-სართულიან ცათამბჯენში 17 ოთახი იქირავა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ალ ნასრის'' ახალწვეული, კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის დედაქალაქის, ერ-რიადის 99-სართულიან ცათამბჯენში იცხოვრებს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით Kingdom Tower-ში რონალდუმ ოჯახისთვისა და მეგობრებისთვის 17 ოთახი იქირავა.
როგორც Daily Mail-ი წერს, საკუთარი თავისთვის კრიშტიანუმ ერთ-ერთი საუკეთესო ოთახი, რომელიც ორ სართულს აერთიანებს, ერთი თვით დაჯავშნა. სავარაუდოდ, პორტუგალიელს სასტუმროში ცხოვრება თვეში 250 ათას ფუნტამდე დაუჯდება.
რონალდუმ ,,ალ ნასრთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.
,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.