Belive

"კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვის ფეხბურთის ლეგენდა იქნება" - კილიან მბაპე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება გერმანიისკენ არის მიპყრობილი, სადაც ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური შეხვედრები იმართება. ერთმანეთს თანამედროვეობის ორი დიდი ვარსკვლავი - კილიან მბაპე და კრიშტიანუ რონალდუ უპირისპირდებიან.

რონალდუ მბაპეს ბავშვობის კუმირია და ეს არაერთხელ აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის კაპიტანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ეს ჩემთვის დიდი პატივია. კრიშტიანუსთან თამაშით ყოველთვის აღტაცებული ვარ. დროთა განმავლობაში მასთან საუბრის საშუალება არაერთხელ მომეცა. ჩვენ კვლავ გადავეკვეთეთ. ის ყოველთვის ცდილობს რჩევები მომცეს.

იმ ყველაფრის ფონზე, რაც რონალდუს ფეხბურთში გაუკეთებია, მასთან თამაში უდიდესი პატივია. არ აქვს მნიშვნელობა რა იყო აქამდე ან რა იქნება მომავალში, კრიტიანუ რონალდუ ყოველთვის ფეხბურთის ლეგენდა იქნება. იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ნახევარფინალში გავალთ. - განაცხადა კილიან მბაპემ

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური მატჩები დღეს გაიმართება. პირველი შეხვედრა გერმანიასა და ესპანეთს შორის იქნება, რომელიც 20:00 საათზე არის ჩანიშნული. მეორე მატჩი საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები