Belive

რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ,,ალ ნასრის'' თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თებერვალში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა (ერთი პოკერი, ერთი ჰეთთრიკი) და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 4-დან 3 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ, ,,ალ ნასრი'' 43 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ალ იტიჰადს'' 2 ქულით უსწრებს.

კრიშტიანუს გუნდი მომავალ მატჩს პარასკევს, 3 მარტს, ,,ალ ბათინთან'' გამართავს.

სხვა სტატიები