"კაზემირო და აარონ ვან-ბისაკა შესაძლოა ალ ნასრში რონალდუსთან გადავიდნენ" - The Daily Mail
"მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი კაზემირო და აარონ ვან-ბისაკა შესაძლოა საუდის არაბეთში რონალდუსთან გადავიდნენ. "ალ-ნასრს" ორივე ფეხბურთელის გადაბირება სურს, ამის შესახებ The Daily Mail იტყობინება.
ბრიტანული სპორტული გამოცემის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო დირექტორი ჯონ მურტოუ საუდის არაბეთში მიფრინავს, რათა სრულად გაარკვიოს გარიგების დეტალები პრო ლიგის კლუბებთან. მათი თქმით არაბეთის გუნდი მზად არის საკმაოდ კარგი შეთავაზება გაუკეთოს ბრაზილიელს, რომელიც ამჯერად კვირაში 375 000 ფუნტ სტერლინგზე მეტს გამოიმუშავებს, ისინი ასევე მზად არიან ჩაერთონ აარონ ვან-ბისაკას ტრანსფერის მოლაპარაკებებშიც.
კაზემიროს "იუნაიტედში" მას შემდეგ არ უთამაშია, რაც 1 ნოემბერს ბარძაყის ტრავმა მიიღო, მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. საერთო ჯამში, 2022 წელს "რეალ მადრიდიდან" გადასვლის შემდეგ მან "წითელ ეშმაკებში" 63 მატჩი ჩაატარა.