,,1088'' - რა დაუწერა სობოსლაიმ არდა გიულერს სოციალურ ქსელში
ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთი 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის მიმდინარეობისას დომინიკ სობოსლაი და არდა გიულერი ერთმანეთს სიტყვიერად რამდენიმეჯერ დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის დაძაბულობა თამაშის შემდეგაც გაგრძელდა. ,,ლივერპულის'' ნახევარმცველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, სადაც ჩანს თუ როგორ აჩუმებს მას არდა გიულერი.
,,1088'' - დაწერა უნგრელმა პოსტის კომენტარებში, რითაც ყურადღება მადრიდის ,,რეალში'' თურქი ფეხბურთელის სათამაშო დროზე გაამახვილა.
სობოსლაის რეპლიკა უპასუხოდ არც გიულერს დაუტოვებია:
ეს ბიჭი სასაცილოა! ნუთუ, 6 გოლი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოკეტო? - დაწერა არდამ ინსტაგრამის პირად გვერდზე.
სწორედ 6 გოლი გაუტანა თურქეთის ნაკრებმა უნგრეთს ორმატჩიან დაპირისპირებაში, რითაც A დივიზიონში დაწინაურდა.
Dominik Szoboszlai commented "1088'," the total number of minutes that Arda Güler has played all season for Real Madrid, on an Instagram post after Güler shushed him after scoring in Turkey's 3-0 (6-1 on aggregate) win vs. Hungary 😮
— ESPN FC (@ESPNFC) March 24, 2025
Güler just responded with his own post 😳 pic.twitter.com/QJbQaImHrE