Belive

რონალდუ ნაწყენია და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პირადად შეხვდება

13 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ პირობა დადო, რომ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ბოლომდე მიუძღვნიდა თავს. სანაკრებო კარიერის გაგრძელების არგუმენტირებისას, ალ ნასრის 41 წლის ვარსკვლავმა პრესა გააკრიტიკა და დასძინა, რომ საკუთარ თავს გუნდზე მაღლა არასდროს დააყენებდა.

სულ რაღაც ექვს დღეში, ეს ამაღლებული სიტყვები უკვე ფუჭად იქცა. უელსთან მოგებულ შეხვედრაში (1:0), ძირითად შემადგენლობაში გამოსული რონალდუ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - მიზეზი საგოლე მომენტების ვერ გამოყენება გახლდათ. საჯაროდ გაკრიტიკებულმა ლეგენდამ, მალევე ისეთი რამ გამოსცადა, რაც მის კარიერაში ბოლო 18 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

ნორვეგიასთან მატჩში (2:1), ჟორჟე ჟეზუსმა ის მთელი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ამ გადაწყვეტილებამ რონალდუ უკიდურესად გააღიზიანა - კამერების წინ ის აშკარად უკმაყოფილო და ნაწყენი ჩანდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, თავკაცმა აღიარა, რომ ფორვარდს შეცვლაზე შეყვანას პირდებოდა, თუმცა მატჩის მსვლელობისას გეგმა შეცვალა.

ვერ შევამჩნიე, რომ ნაწყენი იყო. ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მას შეუძლია, ერთი რამ ცხადია: ის, რომ მოედანზე არ შესულა, არ ნიშნავს, რომ მასზე იმედებს არ ვამყარებ. მატჩის წინ პირდაპირ ვუთხარი: ძირითადში არ ხარ, მაგრამ შეცვლაზე შემოგიყვან-მეთქი. ეს ფეხბურთია - თამაშის სცენარმა ისე მოითხოვა, რომ თავდამსხმელის შეცვლა გამართლებული არ იყო. - განაცხადა ჟორჟე ჟუზუსმა

პორტუგალია შემდეგ შეხვედრას დანიაში ჩაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გუნდის დამრიგებელმა ფეხბურთელთან ყოველგვარი კონფლიქტი უარყო, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის (FPF) პრეზიდენტმა, პედრო პროენსამ, თავისი დღის წესრიგი სასწრაფოდ შეცვალა და რონალდუს პირადად შეხვდება (კრისტიანომ დანიასთან მატჩისწინა სავარჯიშო სესიაც გამოტოვა).

სხვა სტატიები