Belive

რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" არ დაბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყველაფერი, რაც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ეხება, მუდმივად საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 35 წლის მოთამაშე "წითელ ეშმაკებს" დაუკავშირეს და მისი ინგლისში დაბრუნება ივარაუდეს. რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" 6 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, ხოლო 2009-10 წლის სეზონში კი ესპანეთში "მადრიდის რეალში" გადაბარგდა. პორტუგალიელმა "წითელ ეშმაკებთან" ერთად, გარდა სხვა ბევრი ტიტულისა, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო 2007-08 წლის სეზონში, სადაც "იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" სძლია. რონალდუს დამატება ნებისმიერი გუნდისთვის უდავოდ დიდი გაძლიერება იქნება, რა ასაკშიც არ უნდა იყოს პორტუგალიელი, თუმცა გავრცელებული ხმები კრიშტიანუს "იუნაიტედში" დაბრუნებასთან დაკავშირებით Manchester Evening News-მა გააქარწყლა. წყაროს ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრობლემას პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება და მისთვის გადასახდელი ანაზღაურება წარმოადგენს და კლუბი ამ ეტაპზე მოთამაშესთან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. Transfermarkt-ის ინფორმაციით "იუვენტუსის" ფორვარდის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს. 35 წლის ფეხბურთელს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში რონალდუმ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები