Belive

Marca: რონალდუს ალ ნასრში ტრანსფერი გადაწყვეტილია და მალე გაოფიციალურდება!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ესპანური და ევროპული გამოცემა, Marca წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს გავრცელდა, ესპანური გამოცემის ვერსიით, მალე გაოფიციალურდება.

​5 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "ალ ნასრს" უკვე შეუთანხმდა, კონტრაქტი კი უახლოეს დღეებში ოფიცილაურად გაფორმდება.

საინტერესოა თავად კონტრაქტის დეტალებიც, რომლის მიხედვითაც, პირველი ორწელიწადნახევრის განმავლობაში რონალდუ "ალ ნასრს" ფეხბურთელის სტატუსით შეუერთდება, 2030 წლამდე კი იგი კლუბის ელჩი იქნება. ეს ყველაფერი იმ გათვლას ემსახურება, რომ საუდის არაბეთი 2030 წლის მუნდიალის მასპინძლის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვის, რონალდუს სტატუსი და გავლენა კი ამ ყველაფერში შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ასევე, "ალ ნასრი" სამი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს იმისთვის, რომ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებული ფინანსების გამო, ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები არ დაარღვიოს.

თავდაპირველად, საუბარი იყო იმაზე, რომ რონალდუ თითოეული სეზონის განმავლობაში 200 მილიონ ევროს მიიღებდა, მაგრამ Marca-ს უახლესი ინფორმაციით, ეს თანხა ორწელიწადნახევარზე იქნება გადანაწილებული, ხოლო ელჩად გახდომის შემთხვევაში, ანაზღაურება კვლავ გაიზრდება.

სხვა სტატიები