Belive

რონალდუ ირლანდიასთან მატჩის წინ: ,,იმედია, გულშემატკივრები დამისტვენენ''

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ირლანდიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ მეტოქე გუნდის გულშემატკივრები მას დაუსტვენენ, თანაგუნდელებზე წნეხი მოიკლებს:

,,გულშემატკივრები სტვენას დამიწყებენ, ამას მიჩვეული ვარ. იმედი მაქვს, რომ ასე მოიქცევიან, რადგან ეს სხვა ფეხბურთელებზე ზეწოლას შეამცირებს.

ყველაზე მეტად ის მინდა, რომ სიამოვნება მივიღო. შესაძლოა, ეს მატჩი გადამწყვეტი არ არის, მაგრამ თუ მოვიგებთ, ვიცით, რომ მუნდიალის საგზურს გავიფორმებთ. გვინდა, რომ ყველაფერი დავასრულოთ.

რთული შეხვედრა გველის, ალბათ, პირველი მატჩის მსგავსი, მეტოქეს შანსები ექნება. ირლანდია ძლიერი ნაკრებია და კარგი შეხვედრის ჩასატარებლად მზად ვართ.'' - კრიშტიანუ რონალდუ

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში, ირლანდია პორტუგალიას უმასპინძლებს. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

4 ტურის შემდეგ, რონალდუს გუნდი 10 ქულით ჯგუფის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან უნგრეთს 5 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები