რონალდუ თეთრ სახლში ტრამპს შეხვდება
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კრიშტიანუ რონალდუს თეთრ სახლში შეხვდება. რონალდუ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სახე იქნება - აშშ, კანადა და მექსიკა ტურნირის მასპინძლობას გაიზიარებენ, პორტუგალიამ კი უკვე გაინაღდა მუნდიალზე ასპარეზობის უფლება.
რონალდუმ ცოტა ხნის წინ განაცხადა ტრამპთან შეხვედრის განზრახვის შესახებ და მისი თხოვნა შესრულდა. ამერიკული პრესის თანახმად, თეთრი სახლის სამმა წარმომადგენელმა დაადასტურა რონალდუს დაგეგმილი ვიზიტი - ტრამპი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანსაც შეხვდება და ეს ერთსა და იმავე დღეს მოხდება.
გაურკვეველია, ერთმანეთთან კავშირშია თუ არა ეს შეხვედრები, იმის გათვალისწინებით, რომ რონალდუ საუდის არაბეთში, ალ ნასრში თამაშობს.
🇺🇸🇵🇹‼️ | ÚLTIMA HORA — Cristiano Ronaldo viajará mañana a la Casa Blanca para reunirse con el presidente Donald Trump, en un encuentro de altísimo impacto mediático y político que ya genera expectación mundial. pic.twitter.com/JCGV7CIuWg
— UHN Plus (@UHN_Plus) November 18, 2025