Belive

რონალდუ: ,,იამალს იღბალი სჭირდება, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა''

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს რიო ფერდინანდმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზე, ლამინე იამალზე ჰკითხა:

,,იამალში უდიდეს პოტენციალსა და ნიჭს ვხედავ. ვფიქრობ, იღბალი სჭირდება, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, იმედი მაქვს, რომ კარიერის განმავლობაში პრობლემებს არ წააწყდება.

ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ, ვნახოთ, რა მოხდება, წინ დიდი გზაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.'' - კრიშტიანუ რონალდუ

მიმდინარე სეზონში იამალის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

17 წლის ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები