Belive

რონალდუ: ,,ძალიან ვწუხვარ, რომ ალ ნასრში უფრო ადრე არ გადმოვედი''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ნასრის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ,,ალ შაბაბთან'' გამარჯვების შემდეგ (5:2), განაცხადა, რომ არაბულ გუნდში ბედნიერია:

,,ალ ნასრში ყოფნით ბედნიერი ვარ და ამ დიდ გუნდთან ერთად მაღალი შედეგების მიღწევას მოუთმენლად ველი!

ძალიან ვწუხვარ, რომ არაბეთში უფრო ადრე არ გადმოვედი, თუმცა ახლა აქ ვარ და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები.'' - კრიშტიანუ რონალდუ

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ,,ალ ნასრის'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

გუშინ, საუდის არაბეთის თასის მეოთხედფინალში, ,,ალ ნასრმა'' ,,ალ შაბაბს'' 5:2 მოუგო, კრიშტიანუმ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები