Belive

რონალდუ: ,,დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 წელიწადში საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიგა იქნება''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მალე საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გახდება:

,,ვიცოდი, რომ ჩემი საუდის არაბეთში გადმოსვლა ყველასთვის გზას გახსნიდა. და არ ვცდებოდი...

დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 წელიწადში საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიგა იქნება. ბენზემა უკვე გადმოვიდა და კიდევ ბევრი გადმოვა,'' - რონალდუს სიტყვებს Marca ციტირებს.

გუშინ საუდის არაბეთის პრო ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ,,ალ იტიჰადმა'', ქარიმ ბენზემას ტრანსფერი დაადასტურა. გუნდი მალე ნ'გოლო კანტესაც გაიფორმებს.

სხვა სტატიები