Belive

რონალდუ: "ჩემი მიზანია, რომ კარიერა 1000 გოლით დავასრულო..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ალ ნასრის" 38 წლის ფორვარდმა - კრიშტიანუ რონალდუმ, ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო ფაქტის შესახებ ისაუბრა.

ლეგენდარული პორტუგალიელის თქმით, მისი მთავარი მიზანია, რომ კარიერაში 1000 გოლი გაიტანოს, სხვანაირად კარიერის დასრულება არ სურს.

"საკმაოდ ბევრჯერ აღვნიშნე, რომ კარიერის დასრულებაზე ჯერ არც კი მიფიქრია, შესაბამისად, თუ ჩემი ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ვაპირებ, რომ კიდევ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშო.

ვიცი, რომ 1000 გოლის გატანა ძალიან რთული იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ჩემს განწყობასა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. თუ ჩემი ორგანიზმი ისე მომეპყრობა, როგორც მე ვეპყრობი, ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელი იქნება..."
- კრიშტიანუ რონალდუ

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ამ მომენტისთვის 851 კარიერული გოლი აქვს გატანილი.

კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 202 მატჩი 125 გოლი აქვს, კლუბებში კი მის ანგარიშზე 726 გატანილი გოლია.

"სპორტინგი" - 31 მატჩი, 5 გატანილი გოლი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - 145 მატჩი, 64 გატანილი გოლი

"რეალი" - 438 მატჩი, 450 გატანილი გოლი

"იუვენტუსი" - 134 მატჩი, 101 გატანილი გოლი

"ალ ნასრი" - 30 მატჩი, 25 გატანილი გოლი.

სხვა სტატიები