Belive

ევროპა ლიგის ისტორიაში მეორედ | ნოტინგემმა სამარცხვინო ანტირეკორდი დააფიქსირა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში, ნოტინგემ ფორესტი ბრაგაში ჩავიდა, სადაც ადგილობივ ბრაგას დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

ნოტინჰემი მიმდინარე სეზონში ცუდ სვლას განაგრძობს, თუმცა მარცხის მიუხედავად, ბოლო ტურის წინ, ისინი ევროპა ლიგის საპლეიოფო ზონაში მაინც იმყოფებიან (11 ქულით მე-16 პოზიცია).

ინგლისურმა კლუბმა ბრაგასთან დაპირისპირებისას ანტირეკორდი დააფიქსირეს, რომელიც ევროპა ლიგის ისტორიაში სულ მეორედ მოხდა. კერძოდ:

  • ნოტინგემმა მატჩი ისე წააგო, რომ მათ კარში ერთხელაც არ დაურტყამთ

  • ინგლისელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს, ამასთანავე ავტოგოლი გაიტანეს და წითელი ბარათი მიიღეს.

ნოტინგემი პრემიერ ლიგაშიც საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება - შონ დაიჩის გაწვრთნილი გუნდი პრემიერ ლიგაში მე-17 პოზიციაზე იმყოფება და მათ 22 ქულა აქვთ, რითაც გასავარდ ზონაში მყოფ ვესტ ჰემს 5 ქულით უსწრებს.

ნოტინგემი ევროპა ლიგის ბოლო ტურში შინ ფერენცვაროშს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები