Belive

რონალდუ: ,,ამბობენ, რომ ჩემი დრო ამოიწურა, მაგრამ ეს ასე არ არის''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, განაცხადა, რომ კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს:

,,ამბობენ, რომ რონალდუს დრო ამოიწურა, მაგრამ ეს ასე არ არის. თამაშს მანამ გავაგრძელებ, სანამ ფეხები ამის საშუალებას მომცემენ.

 

გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. მიყვარს ფეხბურთი, გოლების გატანა და მოგება. ამბობენ, რომ დავასრულე, მაგრამ ვამტკიცებ, რომ ეს სიმართლე არ არის,'' - თქვა კრიშტიანუმ.

მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე ,,ალ ნასრის'' მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

გუშინ კრიშტიანუს გუნდმა ,,ალ აჰლის'' 4:3 მოუგო, პორტუგალიელმა კი მატჩში დუბლი გაიფორმა.

 

სხვა სტატიები