რონალდომ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდოს, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულის დასახელება კიდევ ერთხელ სთხოვეს.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ოცნების გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები - კაფუ, მალდინი, კანავარო, რობერტო კარლოსი
ნახევარმცველები - ზიდანი, მარადონა, პელე
თავდამსხმელები - მესი, რონალდუ, რონალდო
რონალდომ სიმბოლური თერთმეტეული რამდენიმე თვის წინაც დაასახელა, მაშინ ბრაზილიელმა კანავაროს ნაცვლად დაცვაში ფრანც ბეკენბაუერი დააყენა, ნახევარდაცვაში ზიდანის ნაცვლად - ზიკო, თავდასხმაში კი რონალდუს ნაცვლად - რონალდინიო.