Belive

რონალდომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რონალდო, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ვინისიუს ჟუნიორს მიიჩნევს:

,,ვფიქრობ, ვინისიუსმა ოქროს ბურთის მოგება უკვე დაიმსახურა. ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და უფრო და უფრო ვითარდება.

მახსოვს მისი პრეზენტაციის დღე მადრიდის რეალში, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ვინისთან ფეხბურთსა და სხვადასხვა დეტალებზე ბევრს ვსაუბრობ.

მგონი, ახლა მისი დროა, წელს რეალისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე იყო. ჩემი აზრით, ახლა ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია!'' - რონალდო

ასე ფიქრობს კიდევ ერთი ლეგენდარული ბრაზილიელი, რივალდოც, რომლის თქმითაც წელს კოპა ამერიკის მოგება ვინის ფავორიტობას კიდევ უფრო გაამყარებდა.

ვინისიუსმა 2023-2024 წლების სეზონში ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები