Belive

რონალდ კუმანი: "ცხოვრებაში სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან უსახელოდ, მერვედფინალში, მაროკოსთან დაპირისპირებაში გავარდა. გუნდი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მსოფლიო ჩემპიონობის ოცნებით ჩავიდა, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია და მთავარმა მვწრთნელმაც, რონალდ კუმანმა, ნაკრები მეორე დღესვე დატოვა.

სულ ახლახან, კუმანმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ებრძვის ტკივილს - მისი მეუღლე ბარტინა ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის (სიმსივნის დიაგნოზი) და კუმანმა ეს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეც გაამხილა.

ჩემი მეუღლე, ბარტინა, ახლა ჩემ გვერდით არ იმყოფება. ყოველ ოთხშაბათს მას ქიმიოთერაპიის კურსი უტარდება, რის შემდეგაც ერთი-ორი დღე გვერდითი მოვლენებით იტანჯება. ხანდახან ცხოვრება ძალიან რთულია - მისთვის, ჩემთვის და მთელი ჩვენი ოჯახისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს უმძიმესი გზაა. - წერდა კუმანი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე

სხვათაშორის, ნიდერლანდების ნაკრებთან გამოსამშვიდობებელ პოსტშიც, რონალდ კუმანმა აღიარა, რომ ფეხბურთი მისთვის პირველ ადგილზე აღარაა და მას შეხედულება სწორედ ასეთ ტკივილთან შეჯახებამ შეუცვალა.

გასულ ღამეს მივიღე გადაწყვეტილება, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში ჩემი მოღვაწეობა დავასრულო.

ყველანი ვოცნებობდით მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ისტორიას დავწერდით, თუმცა ეს ვერ შევძელით. ამ მარცხით გამოწვეულ გულისტკივილს ჩემზე მეტად ვერავინ იგრძნობს.

გასულმა წლებმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ ცხოვრებაში ფეხბურთზე ბევრად მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. ფეხბურთი ჩემი ცხოვრება იყო, მაგრამ ჯანმრთელობა შეუფასებელია. როდესაც შენი საყვარელი ადამიანი მძიმე სენს ებრძვის, სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებ. - კუმანი მსოფლიოდან გამოვარდნის შემდეგ

2 დღის წინ, კუმანმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ისინი ერთად ისვენებენ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ჯანმრთელობის გარდა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია".

View this post on Instagram

A post shared by Ronald Koeman (@ronaldkoeman)

კუმანი ნიდერლანდების ნნაკრებს 2-ჯერ, 2018/20 და 2023/26 წლებში წრვთნიდა. როგორც მოთამაშეს, მას ეროვნულ ნაკრებში 11 წელი აქვს გატარებული.

სხვა სტატიები