რონალდ არაუხომ ვირჯილ ვან დაიკი მისაბაძ ფეხბურთელად დაასახელა
რონალდ არაუხომ, ბარსელონადან ლივერპულში გადასვლის შემდეგ, დიდი მოტივაციით მუშაობისა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის სურვილი გამოთქვა. ტრანსფერის ოფიციალურად დასრულების შემდეგ, ურუგვაელმა მცველმა, ლივერპულელთა კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი, შთაგონების მთავარ წყაროდ დაასახელა და აღნიშნა, რომ გამოცდილი ცენტრალური მცველი, მისთვის, იდეალური მენტორი იქნება. არაუხომ, ლივერპულის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას, ახალ თანაგუნდელზე დადებითად ისაუბრა.
ყველამ ვიცით, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელია ვირჯილი. ის გუნდის ნამდვილი ლიდერი, მისაბაძი ფეხბურთელი და მაგალითია. მასთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველოდები და იმედი მაქვს, რომ მოედანზე და მის მიღმაც, მასთან დროის გატარების შესაძლებლობა მექნება.
ძალიან მიხარია, რომ მასთან ერთად ვითამაშებ და მისგან ვისწავლი. ვფიქრობ, რომ ბევრი შრომით, ჩვენ, როგორც პარტნიორებს და მთლიანად დაცვის ხაზს, კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. - აღნიშნა ურუგვაელმა
🗣️ Ronald Araújo: "My ídolo? Van dijk, Piqué, Godín." [ig: fcbarcelona] pic.twitter.com/Ec1NSbAWz0
— 🔴 Esto Es Anfield #Liverpool (@estoesanfield_) August 7, 2026
არაუხო ლივერპულის მაისურით მოთამაშე ურუგვაელთა გამორჩეულ სიასაც შეუერთდა, რომელშიც ლუის სუარესი და დარვინ ნუნიესიც შედის. 26 წლის მცველმა ისიც გაამხილა, რომ სუარესისგან პირადად მიიღო გამამხნევებლი გზავნილი. საურესი, ლივერპულის გულშემატკივრებში, დღემდე, დიდი სიყვარულით სარგებლობს.
ბავშვობაში, ლუის სუარესის თამაშებს ვუყურებდი. ის ლივერპულში ბრწყინვალე იყო. ყველამ კარგად ვიცით, თუ რას მიაღწია მან აქ და როგორი ისტორია შექმნა. რამდენიმე დღის წინ, მისგან შეტყობინებაც მივიღე, სადაც წარმატებები მისურვა და მითხრა, რომ შესანიშნავ კლუბში მოვედი. ჩვენი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაა. - რონალდ არაუხო