Belive

დანი ალვეშს მექსიკური კლუბის ვალი დაედო

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მცველს, დანი ალვეშს, მექსიკური კლუბ პუმასისთვის 1.7 მილიონი ფუნტის (2.3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო, რომელმაც ფეხბურთელის სააპელაციო საჩივარი საბოლოოდ უარყო და სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს (CAS) წინა ვერდიქტი ძალაში დატოვა.

პუმასმა ბრაზილიელ მცველთან კონტრაქტი 2023 წლის იანვარში გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც იგი ბარსელონაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მექსიკური კლუბი თავდაპირველად 5 მილიონ დოლარს ითხოვდა დარღვეული კონტრაქტის პუნქტის გამო, პლუს 1 მილიონ დოლარს საიმიჯო უფლებებისთვის. ეს განაჩენი წერტილს უსვამს 2023 წლის იანვარში დაწყებულ ხანგრძლივ სამართლებრივ დავას. კომპენსაციის გარდა, ალვეშს დამატებით სასამართლო და იურიდიული ხარჯების დაფარვაც დაეკისრა.

სხვა სტატიები