რომის პაპმა მესის საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რომის პაპმა, ფრანცისკემ, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელს, ლეო მესის, ავტოგრაფიანი მაისურის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა:
,,ძვირფასო ძმაო, მადლობას გიხდი მაისურისთვის, რომელიც გამომიგზავნე. მადლობა, რომ ასეთ ადამიანად რჩები. ღმერთმა დაგლოცოს! შეგიძლია, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს.''რომის პაპს მესის საჩუქარი ვატიკანში ვიზიტზე მყოფმა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა, გადასცა. ფრანცისკე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ის არგენტინულ გუნდს - ,,სან ლორენსოს'' ქომაგობს.
Lionel Messi sent a signed PSG shirt to Pope Francis. The shirt was given to the Pope, who is alao from Argentina, by French Prime Minister Jean Castex. Images via @vaticannews_fr. pic.twitter.com/nlTRGOK6jo — Roy Nemer (@RoyNemer) October 18, 2021