რომის პაპის გარდაცვალების გამო იტალიის ჩემპიონატის მატჩები გადაიდო
რომის პაპი ფრანცისკე, დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც სერია A-ს მატჩები გადაიდო, ინფორმაციას იტალიის ჩემპიონატის გვერდი აქვეყნებს. უმაღლესი ჩემპიონატის გარდა არ ჩატარდება არც სერია B-ს და ქვედა დივიზიონების შეხვედრები, ისევე როგორც ახალგაზრდული.
სერია A-ში ეს თამაშები უნდა გამართულიყო: "ტორინო" - "უდინეზე", "კალიარი" - "ფიორენტინა", "ჯენოა" - "ლაციო", "პარმა" - "იუნვეტუსი". სერია B-ში მოასპარეზე ქართველების, ლუკა ლოჩოშვილის "სალერნიტანას" "ჩიტადელასთან" უნდა ეთამაშა, ხოლო გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" "სასუოლოს" წინააღდეგ, აღნიშნული შეხვერებიც გადადებულია. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩატარდება დღეს გაუქმებული შეხვედრები.
A seguito della scomparsa del Santo Padre, la Lega Nazionale Professionisti
— Lega Serie A (@SerieA) April 21, 2025
Serie A comunica che le gare previste nella giornata odierna di Campionato di
Serie A Enilive e Primavera 1 sono rinviate a data da destinarsi.