რომელ გუნდებს დაუპირისპირდებიან ქართველები კონფერენს ლიგაზე?
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში მდებარე უეფას ევროპის კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც იმ კლუბების მეტოქეები გახდა, ცნობილი, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.
ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბახი", რომელიც ტურნირზე უეფას ევროპა ლიგიდან გადმოერთო, ბელგიურ "გენტს" დაუპირისპირდება, ხოლო ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის პოზნანის "ლეხი" ნორვეგიულ "ბოდო/გლიმტს" დაუპირისპირდება.
The knockout round play-off draw is set! 🤩
— UEFA Conference League (@Conf_League) November 7, 2022
Which game are you looking forward to?#UECLdraw pic.twitter.com/aXNxs0Poiz
რაც შეეხება გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას, გიორგი ჩაკვეტაძის და ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის "სლოვანს", სლოვაკეთის ჩემპიონი, როგორც ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული, პლეი-ოფში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთვება.