Belive

რომარიო: "ანჩელოტი არ გვინდა"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ
უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო ედნალდო როდრიგესს (ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), მან შესანიშნავი არჩევანი გააკეთა ფერნანდო დინიზის სახით, ის საუკეთესო მწვრთნელია, მათ შორის, ვისაც ახლა ჩვენი გუნდის გაწვრთნა შეუძლია - განუცხადა რომარიომ ბრაზილიურ გამოცემა O Globo-ს.
"მისი (ფერნანდო დინიზის) ძლიერი მხარე ვარჯიშების ინტენსივობა და მოთამაშეების ერთ გუნდად შეკვრაა, სწორედ ის, რასაც ის საკლუბო დონეზე ახერხებდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჯერ საკმარისი დრო არ მისცემია. მართალია ბოლო ორი თამაშიდან ერთი ფრედ დასრულდა, მეორეში კი დავმარცხდით, მაგრამ მწვრთნელი აკეთებს იმას, რაც ამ დროისთვის შეუძლია, ყოველთვის ვერავინ მოიგებს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ბრაზილიის ნაკრები საიმედო ხელშია. F*ck ანჩელოტი. მე ფერნანდოს მომხრე ვარ - აცხადებს რომარიო

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი ტაქტიკოსი, ბრაზილიის ნაკრების თავკაცად უკვე დიდი ხანია განიხილება. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ანჩელოტი სელესაოს ამ წლის დასაწყისში შეუერთდებოდა. მიუხედავად ამისა, "პაპა კარლო" დარჩა მადრიდის "რეალის" მწვრთნელად, ხოლო ფერნანდო დინიზი ერთწლიანი შუალედური წესით მიიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიელს, შესაძლოა, 2024 წლის ივლისისთვის ელოდებოდნენ.

სხვა სტატიები