Belive

მადრიდის რეალის ძირითადი შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს წლის მთავარი საკლუბო მატჩი გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "რეალ მადრიდი" და "ბორუსია დორტმუნდი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ლონდონში, ლეგენდარულ უემბლის სტადიონზე ჩატარდება. რეალს შანსი აქვს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული ისტორიაში მე-15-ედ მოიგოს, დორტმუნდისთვის კი, გამარჯვების შემთხვევაში, ეს ჩემპიონთა ლიგის მეორე თასი იქნება.

მადრიდის რეალის ძირითადი შემადგენლობა ასეთია:

1. კურტუა
2. კარვახალი
22. რუდიგერი
6. ნაჩო
23. მენდი
15. ვალვერდე
12. კამავინგა
8. კროოსი
5. ბელინგემი
11. როდრიგო
7. ვინისიუს ჟუნიორი

აღსანიშნავია, რომ ტიბო კურტუამ მთელი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა და ლუნინმა თავი ბრწYინვალედ წარმოაჩინა, თუმცა კარლო ანჩელოტიმ 2 დღით ადრე შეგვამზადა, რომ კარში გამოჯანმრთელებული ბელგიელი მეკარე დადგებოდა. შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი დღეს რეალის მასურით უკანასკნელ შეხვედრას ატარებს. მისი საკლუბო კარიერა საფინალო სასტვენის შემდეგ დასრულდება.

სხვა სტატიები