რომანო: მიქაუტაძე ამსტერდამშია, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამშია და მალე ,,აიაქსთან'' კონტრაქტს მოაწერს ხელს.
როგორც რომანო წერს, ქართველ ფეხბურთელსა და კლუბებს შორის ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია და დღეს ხელშეკრულება გაფორმდება.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე ,,მეცის'' მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
,,აიაქსი'' ერედივიზიონის 2 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-9 ადგილზეა. გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც ,,ლუდუგორეცთან'' პირველ მატჩში სტუმრად 1:4 იმარჯვა. ამსტერდამელები მომავალ შეხვედრას ხუთშაბათს, სწორედ ბულგარული კლუბის წინააღმდეგ გამართავენ.