Belive

რომან აბრამოვიჩმა თურქული კლუბი შეიძინა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანეთში არსებული სანქციების ფონზე, რომან აბრამოვიჩმა თურქული კლუბი, "გიოზთეპე" შეიძინა. ინფორმაციას თურქული მედია ადასტურებს, ოფიციალური განცხადება კი პარასკევს გაკეთდება. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს დიდ ბრიტანეთში მკაცრი სანქციები შეეხო, რის შედეგადაც, აბრამოვიჩმა "ჩელსიზე" კონტროლი სრულად დაკარგა. ლონდონური კლუბის 19-წლიანი მფლობელობის უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მოულოდნელად, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩუკოტკის ყოფილმა გუბერნატორმა "გიოზთეფე" შეიძინა - კლუბი, რომელსაც სუპერ ლიგაში ზედიზედ 8 მარცხი აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებითი ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა როგორც თურქული წყაროები იტყობინებიან, 8 აპრილს კლუბი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. "ჩელსის" შეძენის მსურველები მილიარდერი ნიკ ქენდისა და "საუდის არაბეთის მედია ჯგუფი" არიან. სავარაუდოა, რომ "ჩელსის" გაყიდვით, აბრამოვიჩი დაახლოებით 3 მილიარდ ფუნტს მიიღებს.

სხვა სტატიები