Belive

პოჩეტინოსა და ჩელსის შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსისა" და მაურისიო პოჩეტინოს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება. ჟურნალისტის თქმით, ბოლო პოზიტიური ნაბიჯები ბოლო 24 საათში გადაიდგა. ეს არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით პოჩეტინო "ჩელსის" ჩაიბარებს.

ამჟამად, "არისტოკრატებს" სათავეში ფრენკ ლამპარდი უდგას, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე სეზონის ბოლომდე იქნება. შეგახსენებთ, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი “ჩელსის” 2019 წლიდან 2021 წლამდე უკვე ხელმძღვანელობდა და გუნდი მოედანზე 84 მატჩში გაიყვანა, საიდანაც 44 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 25-ში დამარცხდა.

მიმდინარე სეზონი "ჩელსისთვის" არც ისე სახარბიელოდ წარიმართა. 34 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ლონდონელებს მხოლოდ 42 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებენ.

სხვა სტატიები