რომან აბრამოვიჩი ობი მიკელს გატაცებული მამის დაბრუნებაში დაეხმარა
talkSport-ის პოდკასტთან საუბრისას ობი მიკელმა თქვა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას მისი მამა გაიტაცეს. ნიგერიელ ფეხბურთელს კი ეს ყველაფერი არგენტინასთან მატჩის წინ შეატყობინეს. "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით, რომან აბრამოვიჩმა მას ნიგერიაში ხალხის გაგზავნა შესთავაზა.
მამაჩემი იმ დროს გაიტაცეს, როცა ნიგერიის ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვასპარეზობდი. არგენტინასთან შეხვედრისთვის ვემზადებოდით. მატჩამდე 2 საათით ადრე ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გაიტაცეს. ეს ამბავი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო და კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ის იყო, რომ ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი თამაში უნდა ჩამეტარებინა. ოთახიდან ვერ გავედი. ვერავის ვეტყოდი. დაახლოებით 30 წუთი ოთახში მარტო ვიყავი და ვფიქრობდი, რა მექნა. ამ დროს "ჩელსი" გვერდში ძალიან დამიდგა. მახსოვს აბრამოვიჩმა მითხრა: "გინდა ხალხი გავგზავნო? იმიტომ, რომ ვიცი, თუ ხალხს გავგზავნი, მამაშენს გამოვიყვან. - განაცხადა ობი მიკელმა
“2 hours before playing Argentina in the World Cup, I got told my dad had been kidnapped.”
— talkSPORT (@talkSPORT) November 8, 2023
“It was absolutely heartbreaking. I couldn’t tell anybody. You don’t know what to do.” 💔
John Obi Mikel shares the story of his father’s kidnapping, & offers support to Luis Diaz. 🙏 pic.twitter.com/MYlLgtX6jR
4-5 დღის შემდეგ, მიკელის მამა პა მაიკლ ობი სახლში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა პოლიცია კოლუმბიაში გატაცებულ ლუის დიასის მამას ეძებს. რამდენიმე დღიანი მუშაობის შემდეგ პოლიციამ დედა სახლში დააბრუნა, თუმცა, მამას ამ დრომდე ეძებენ. ფეხბურთელის მშობლები ადგილობრივმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ELN-მ გაიტაცა.