რომა გიორგი კვერნაძეს კვლავ აკვირდება
იტალიის სერია A-ს გუნდი რომა გაძლიერებას ზამთარშივე გეგმავს, კლუბის შესაძლო სატრანსფერო ნაბიჯებთან დაკავშირებული ხმები კი არ ცხრება. TMW (TUTTOmercatoWEB)-ის ცნობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რომას და გასპერინის მთავარი პრიორიტეტი ერთი შემტევი ფეხბურთელის დამატებაა, სიაში პირველ ადგილზე ენდრიკია.
რომას სპორტული დირექტორი ტონი დ'ამიკო კვლავ ცდილობს რეალ მადრიდის ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას, თუმცა ჟოზე მოურინიო მის გაშვებას არ აპირებს, 20 წლის ბრაზილიელის გარდა რომას კიდევ ერთი ვარიანტი გიორგი კვერნაძეა. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა რომა დააბრკოლოს არის სატრანსფერო ფასი, რადგან ფროზინონე მას საკმაოდ მაღალ ფასად აფასებს, კლუბის პრეზიდენტი მაურიციო სტირპე მის სანაცვლოდ 20-დან 25 მილიონ ევროს ითხოვს.
Calciomercato Roma, per gennaio si pensa ancora a Endrick. #Kvernadze è il piano B #ASRoma https://t.co/1qO2t6JjTP
— Forzaroma.info (@forzaroma) October 26, 2026
გიორგი კვერნაძეს ყველა ტურნირის ეგიდით 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.
ფროზინონეს სერია A-ს ცხრილში 14 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა (4 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი). რომას კი 18 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს (5 მოგება, 3 ფრე, 0 მარცხი).