როი კინი მთავარ მწვრთნელობასთან ახლოს არის
სტივ ბრიუსმა "ვესტ ბრომი" დატოვა და შესაბამისად, მთავარი მწვრთნელის პოსტიც ვაკანტური გახდა. "ვესტ ბრომს" დროებით 21-წლამდელთა მწვრთნელი რიჩარდ ბილი უხელმძღვანელებს. ინგლისურ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, თუ ვინ იქნება ინგლისური კლუბის მთავარი სამიზნე.
Club Statement: Steve Bruce.
— West Bromwich Albion (@WBA) October 10, 2022
კლუბი უკვე ეძებს ახალ მწვრთნელს და როგორც ზემოთ ვახსენე, უკვე ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას. შონ დაიჩთან, კრის უაილდერთან და სკოტ პარკერთან ერთად "ვესტ ბრომი" როი კინის გადაბირებასაც ცდილობს.
Sky Bet-ის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ირლანდიელს ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ კლუბს ჩაუდგეს სათავეში. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი მანჩესტერელი მთავარი მწვრთნელის როლში მოსინჯავს ძალებს. 2006-2008 წლებში ის "სანდერლენდს", 2009-2011 წლებში კი "იპსვიჩს" წვრთნიდა.