,,როგორც იზეიმეს მათ ტირანაში, ისე ვიზეიმეთ ჩვენც აქ'' - ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსთან მოგებულ მატჩზე ალბანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, ნედიმ ბაირამიმ და ილბერ რამადანიმ ისაუბრეს:
ნედიმ ბაირამი - ,,მთავარია, რომ გავიმარჯვეთ, მნიშვნელობა არ აქვს, გოლს ვინ გაიტანს! 2 მატჩის ასეთ მცირე პერიოდში ჩატარება დიდ ენერგიას მოითხოვს. ეს გამარჯვება ისტორიას დარჩება. როგორც იზეიმეს მათ ტირანაში, ისე ვიზეიმეთ ჩვენც აქ.''
ილბერ რამადანი - ,,მართლაც კარგი მატჩი გამოვიდა. პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე მაქსიმალურად დავიხარჯეთ, ხასიათი გამოვავლინეთ და წარმატებას მივაღწიეთ. მიმაჩნია, რომ გუნდის თითოეული წევრი მზადაა, 100%-ით დაიხარჯოს, ყველას უნდა, რომ თავი გამოიჩინოს. ეს დღეები ცოტათი რთული იყო, რადგან ბევრს გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ამ კრიტიკამ ჩვენზე დადებითად იმოქმედა.'' -
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთთან შინ 0:1 დამარცხდა.
4 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.