Belive

"როგორც იქნა! ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე" - ბუდუ ზივზივაძე

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში "ჰაიდენჰაიმი" "ჰოფენჰაიმს" ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 34-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან ჰარის ტაბაკოვიჩმა ანგარიში გახსნა, ბუდუ ზივზივაძე მატჩში 46-ე წუთზე ჩაერთო და 65-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით თავისთვის სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს ყველაზე მაღალი 8.1 შეფასება დაუწერა.

მატჩის შემდეგ ბუდუმ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

როგორც იქნა! ლამაზი გოლი იყო და ბედნიერი ვარ, რომ "ჰაიდენჰაიმში" და ზოგადად ბუნდესლიგაში პირველი გოლი გავიტანე. უბრალოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე. დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ საბოლოო შედეგი სამართლიანია. პირველ ტაიმში თამაშს "ჰოფენჰაიმი" აკონტროლებდა, მაგრამ მეორე ტაიმი ჩვენ კარგად ჩავატარეთ. თუ ისე ვითამაშებთ როგორც მეორე ტაიმში დარწმუნებული ვარ მეტი ქულის დაგროვებას შევძლებთ. - ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმში მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა, მას შემდეგ კი მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამ დროში კი 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ჰაიდენჰაიმს" ბუნდესლიგის ცხრილში 16 ქულა აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა (4 მოგება, 4 ფრე, 17 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 16 მარტს, 20:30 საათზე ბოლოსწინა ადგილოსან "კილის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები