Belive

როგორია ანჩელოტის რეაქცია, როცა ბელინგემი კაპუჩინოში თაფლს ამატებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი, ვიდეოთამაშის - FC 25-ის გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საფეხბურთო სიმულატორის თამაშის დროს, ინგლისელმა ისაუბრა თუ რა რეაქცია აქვს კარლო ანჩელოტის მის კვებით ჩვევებზე:

როდესაც კაპუჩინოს ვსვამ და თაფლს ვამატებ, ჩემი მწვრთნელი ისე მიყურებს, თითქოს, მეუბნება: ,,რა ჯანდაბას აკეთებ?!'' - ჯუდ ბელინგემი

მიმდინარე სეზონში ბელინგემის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემაა.

,,სამეფო გუნდი'' მომავალ მატჩს კვირას, 29 სექტემბერს, ,,ატლეტიკოს'' წინააღმდეგ გამართავს.

View this post on Instagram

A post shared by Jude Bellingham World 🌐🔹 (@itsjudesworld)

სხვა სტატიები