Belive

როგორ უნდა ითამაშო მესის წინააღმდეგ - საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელის რჩევა ფრანგებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვე რენარმა, უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ უნდა ითამაშოს საფრანგეთის ნაკრებმა ლეო მესის წინააღმდეგ. ფრანგი სპეციალისტის გუნდმა მსოფლიო ჩემპინატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში არგენტინის დამარცხება შეძლო.

,,ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით არამხოლოდ მესიზე, არამედ მთელ გუნდზე. თქვენ მას ამ კონტექსტში უნდა შეხედოთ, რათა გააანალიზოთ, როგორ იღებს ბურთს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დე პაულზე ზეწოლა, რომელიც, ჩემი აზრით, ამ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელია. მისი ბრძოლა მესის ბევრი დავალებისგან ათავისუფლებს. როცა არგენტინელები ბურთს კარგავენ, დე პაული მას დაცვითი სამუშაოს შესრულებისგან ათავისუფლებს.

როცა ლეო ბურთს იღებს, ყოველთვის ახლოს უნდა იყო. კარიდან 35-40 მეტრის დაშორებით მასზე ზეწოლა აუცილებელია. მას თავისუფლება არ უნდა ჰქონდეს. არგენტინის შეტევები ყველაზე ხშირად მესისთან ერთად იწყება. რაბიოსა და ჩუამენის დახმარებით საფრანგეთის ნაკრებს ზონების დაკეტვა შეუძლია,'' - რენარის სიტყვებს L'Equipe ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები