როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი
3 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, სექტორის შემოსავალი როგორ ნაწილდება. მთლიანი სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 2020 წელს, ბრუნვის 3% ანუ 960 მილიონი ლარი შეადგინა საიდანაც უდიდესი ნაწილი სწორედ ქართულ ეკონომიკას მოხმარდა. რაში დაიხარჯა 960 მლნ ლარი:
- გადასახადების სახით სახელმწიფომ მიიღო 200 მილიონი ლარი;
- რეკლამის სახით ინტერნეტ საიტებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;
- რეკლამის სახით ქართულმა ტელევიზიებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;
- ქართული სპორტის ფედერაციების, გუნდების თუ პერსპექტიული სპორტსმენების განვითარებას მოხმარდა 30 მილიონი ლარი;
- სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებაში 10 მილიონი ლარი დაიხარჯა;
- ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნოლოგიური განვითარება, რომელსაც ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, 53 მილიონი ლარით დაფინანსდა;
- საბანკო ტრანზაქციებმა და სხვა საოპერაციო ხარჯებმა კი 220 მილიონი ლარი შეადგინა;
- აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნეს სექტორში დასაქმებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი და მათი წლიური შემოსავალი ხელფასის სახით 100 მილიონი ლარს შეადგენს. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვენლოვანია, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია.
- დარჩენილი 195 მილიონი ლარი კი დივიდენდის სახით, ინდუსტრიის ინვესტორებს ერგოთ.