Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება მილანის წინააღმდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია ა-ს მე-7 ტურის ბოლო მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "მილანმა" მეექვსე ტურის შემდეგ ლიდერ "ნაპოლის" უმასპინძლა.

მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. სტუმართა პირველ გატანილ გოლში მონაწილეობა ქართველმა შემტევმა - ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ხვიჩამ ასევე პირველ ტაიმში მილანელთა ორ მცველს, გუნდის კაპიტანს - დავიდე კალაბრიასა და ცენტრალურ მცველს - სიმონ კიაერს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რის გამოც მასპინძელი გუნდის მწვრთნელმა ორივე მცველი შესვენაბაზე შეცვალა.

Whoscored-ისა და Sofascore-ს ვერსიებით, ქართველი შემტევის რეიტინგი 6.8 იყო. ორივე კლუბში გამორჩეული კი სამხრეთ კორეელი მცველი - კიმ მინ ჯაე გახდა, რომლის რეიტინგიც 7.6-ია.

7 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდი სერია ა-ს დაუმარცხებლად, 17 ქულით ლიდერობს.

სხვა სტატიები