როდრის ტრანსფერის გამო ფლორენტინო პერესი მწვავედ გააკრიტიკეს
როდრის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომლის შედეგადაც მან რეალ მადრიდის ნაცვლად ბარსელონა აირჩია, „სამეფო კლუბის“ ბანაკში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ფაქტის ფონზე რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა.
ბოლო კვირების განმავლობაში როდრი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მოლაპარაკებებში ბარსელონას ჩაერთვამ ტრანსფერის მიმართულება მთლიანად შეცვალა. საბოლოოდ, ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა.
🚨🔵🔴 BREAKING: Rodri’s agent confirms he’s picked Barcelona over Real Madrid.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 7, 2026
“Out of respect for Madrid, as they have been class, Rodri informed them that his decision is to join Barça”, quotes from his agent Barquero reported by @ellarguero.
Personal terms, 100% agreed. 🫱🏻🫲🏼 pic.twitter.com/JIwONCN8lC
რეალის ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი ამ ტრანსფერის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია. მან მწვავედ გააკრიტიკა კლუბი რადიო Cadena COPE-ის გადაცემაში El Partidazo გამოსვლისას:
„რეალის ხელმძღვანელობა თითქოს დაგვცინის. კლუბმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ახლა ცდილობენ პასუხისმგებლობა როდრის დააკისრონ და თქვან, რომ მან ბარსელონა თამაშის სტილის გამო აირჩია. ვისაც ფეხბურთი ესმის, იცის, რომ ეს უბრალოდ ცუდი ხუმრობაა.“ - ფერნანდო მორიენტესი
„როდესაც მადრიდის რეალს მსგავსი დონის ფეხბურთელის შეძენა ნამდვილად უნდოდა, ამას ყოველთვის ახერხებდა. ფიგუ მოვიდა, ზიდანი მოვიდა, ოუენი მოვიდა, რონალდო მოვიდა... ამიტომ ახლა ნუ გვეტყვიან, რომ როდრის უბრალოდ სხვაგან თამაში სურდა“ - ფერნანდო მორიენტესი