როდრიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთის მოგების შემდეგ პირველმა დაურეკა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, როდრიმ, განაცხადა, რომ ,,ოქროს ბურთის'' მოგება პირველად დანი კარვახალმა მიულოცა:
,,როცა დაჯილდოება დავტოვე, პირველი ზარი დანი კარვახალისგან მივიღე, მას მოლოცვა უნდოდა.
ოქროს ბურთის მოგებას ისიც იმსახურებდა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ, განსაკუთრებით ახლა, როცა ორივეს ერთი სახის ტრავმა გვაქვს.'' - როდრი
როდრიმ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო. ესპანელის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი იყვნენ, რომლებმაც მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.