Belive

რეალმა მასტანტუონო ფიორენტინაში გაუშვა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა ამ დილით "ვალდებებას ბაზაზე" მორიგი ვარჯიში ფრანკო მასტანტუონოს გარეშე ჩაატარა. გუშინდელის მსგავსად, არგენტინელი ფეხბურთელი გუნდთან ერთად არ დატვირთულა და სავარჯიშო დარბაზში ინდივიდუალურად მუშაობით შემოიფარგლა. „ალბისელესტეს“ ახალგაზრდა ტალანტს არანაირი დისკომფორტი არ აწუხებს - მისი განცალკევებით წვრთნის ერთადერთი მიზეზი ფიორენტინაში მოსალოდნელი ტრანსფერია.

რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა წინადადების განხილვის შემდეგ, ფეხბურთელმა ფლორენციელთა პროექტს თანხმობა განუცხადა. ამჟამად კლუბები იჯარის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ოფიციალურად ძალიან მალე გაფორმდება. ფრანკო ფიორენტინაში გადასვლასთან ერთი ნაბიჯითღაა დაშორებული. როგორც ერთი კვირის წინ MARCA წერდა, იტალიურმა კლუბმა სერია A-ს სხვა პრეტენდენტებს დაასწრო - რეალთან მოლაპარაკებები პირველმა წამოიწყო და ეს ინიციატივა, როგორც ჩანს, უკვე შედეგს იღებს.

სხვა სტატიები