მესი არგენტინის ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნეშვილთან'' მიღებული ტრავმის გამო, ლეო მესი არგენტინის ეროვნული ნაკრების ორ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 23 მარტს სალვადორს დაუპირისპირდებიან, 27-ში კი - კოსტა რიკას. ორივე მატჩი აშშ-ში გაიმართება.
მესიმ ,,ნეშვილთან'' 3:1 მოგებულ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მოედანი ნაადრევად, 50-ე წუთზე დატოვა.
დაზიანების გამო, ლეომ ,,დი სი იუნაიტედთან'' MLS-ის მატჩიც გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე ,,ინტერ მაიამის'' მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 5 გოლი და 2 ასისტია.