როდრიგო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
ესპანურმა მედიასაშუალება Marca-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რეალისა და ბრაზილიის ნაკრების წევრს, როდრიგოს, მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმა აქვს.
ბრაზილიელი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ეს ტრავმა, მადრიდული კლუბისთვის ყველაზე ცუდ დროს მოხდა, რადგან გუნდს გამოაკლდა კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი.
როდრიგო ხეტაფეს წინააღმდეგ მოედანზე თითქმის ერთთვიანი არყოფნის შემდეგ გამოჩნდა. ის მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა, მატჩის ბოლოს მან მარჯვენა მუხლზე ტკივილი იგრძნო.
მუხლის სერიოზული ტრავმის დადასტურების შემდეგ, ვიგოში გასამგზავრებლად, რეალს გუნდში მხოლოდ ვინისიუსი და გონსალო ჰყავს (თავდამსხმელები).
Real Madrid and Brazil forward Rodrygo has torn his ACL and will miss the World Cup, according to multiple reports.
— B/R Football (@brfootball) March 3, 2026
💔 pic.twitter.com/gLAppJY20x