როდრიგო: ,,ბენზემა ჩემთან მოვიდა და მკითხა, მინდოდა თუ არა პენალტის დარტყმა''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,რა თქმა უნდა, მის გამო ძალიან მიხარია. კარიმი ჩემთან მოვიდა და მკითხა, მინდოდა თუ არა თერთმეტმეტრიანის დარტყმა ჰეთთრიკის შესასრულებლად. მაგრამ, მე ვიცოდი, რომ ის პენალტებზე ყოველთვის ვარჯიშობს და იტანს კიდეც. და, რა თქმა უნდა, მისი სეზონის გათვალისწინებით, მხოლოდ შემეძლო მეთქვა: ,,არა, კარიმ, შენ უნდა დაარტყა!'' მან კი გაიტანა და ახლა ჩვენ ფინალში ვართ,'' - როდრიგოს სიტყვებს რეალის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,მანჩესტერ სიტის” დამატებით დროში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ,,სამეფო გუნდმა” ორი გოლის გატანა 90-ე და 91-ე წუთებზე შეძლო.