Belive

ესპანელი ჟურნალისტი მბაპეს: ,,შენ კაცი არ ხარ, ყოველთვის პატარა ადამიანი იქნები''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელმა ჟურნალისტმა, ხოსე ფელიქს დიასმა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, კილიან მბაპე, მწვავედ გააკრიტიკა:
,,მბაპე, შენ კაცი არ ხარ! დიდებულ ფეხბურთელად დარჩები, მაგრამ პატარა ადამიანი იქნები. შენ ხარ მოღალატე, რომელიც თავის სიტყვას არ ასრულებს. არამხოლოდ ფლორენტინო პერესს უღალატე, არამედ მილიონობით ადამიანს მშიშარა ხარ, რომელსაც არ ეყო გამბედაობა რეალისთვის ეპასუხა. 10 დღის წინ თქვი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, შემდეგ კი, უბრალოდ, კავშირი გაწყვიტე,'' - განაცხადა დიასმა.
გუშინ მბაპე ,,პარი სენ ჟერმენთან'' ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ბოლო დღეებში ესპანური მედია იუწყებოდა, რომ ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი მადრიდის ,,რეალთან” ჰქონდა შეთანხმებული.

სხვა სტატიები