როდრი რეალ მადრიდთან კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმდა
მანჩესტერ სიტის ესპანელი სუპერვარსკვლავი როდრი რეალ მადრიდში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, 30 წლის ნახევარმცველი სამეფო კლუბსა და სიტის შორის ფასზე შეთანხმებას ელოდება, თავად ფეხბურთელი კი რეალ მადრიდთან კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმდა და ყველა დეტალით კმაყოფილია, ინფორმაციას მარკას ცნობილი ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს.
როდრის მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება, მაგრამ რეალ მადრიდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და დიდი ალბათობით მისი შეძენა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მოხერხდება.
Rodri está a la espera de que el Real Madrid y el Manchester City lleguen a un acuerdo sobre el coste del traspaso.
— Matteo Moretto (@MatteMoretto) July 25, 2026
El centrocampista español ya ha llegado a un acuerdo con el Real Madrid sobre las condiciones del contrato.
როდრი მანჩესტერ სიტიში 2019 წლიდან ასპარეზობს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი ამჟამად 70 მილიონი ევროა. ესპანელმა ნახევარმცველმა მანჩესტერულ კლუბში 298 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 28 გოლი და 32 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ტიტულებს რაც შეეხება, სიტიში მან არაერთი ტიტული მოიგო, ესენია: 4 პრემიერ ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფას სუპერთასი, 2 FA თასი, 1 ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ინგლისის ლიგის თასი, 1 ინგლისის სუპერთასი, ხოლო ერთხელაც გახდა ოქროს ბურთის გამარჯვებული.