Belive

"როდრი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია" - გვარდიოლა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" დაპირისპირება შედგა. "ეტიჰადზე" გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშავია, რომ "სიტი" მთელი მატჩის განმავლობაში მარცხდებოდა და 83-ე წუთზე, როდრის გოლით შეძლო ქულის გადარჩენა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ესპანელი ნახევარმცველის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდრი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია.

ამ დროისთვის, როდრი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. ის წარმოუდგენელია - როდრის შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. "მანჩესტერ სიტიმ" ფენომენალური ტრანსფერი განახორციელა! ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, მის გარეშე გაცილებით რთულად შესასრულებელი იქნებოდა. - პეპ გვარდიოლა.

სხვა სტატიები