როდის შეძლებს პოგბა თამაშს? მონაკოს მწვრთნელის პასუხი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მონაკოს მთავარმა მწვრთნელმა, სებასტიან პოკონიოლიმ, განაცხადა, რომ პოლ პოგბა მოედანზე, შესაძლოა, პირველ ნოემბერს, პარიზთან მატჩში დაბრუნდეს:
,,არსებობს შანსი, რომ პოგბა გუნდის განაცხადში მოხვდეს. წინ კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს გარკვეული დატვირთვით და თუ მას პრობლემები არ ექნება, მოქმედებას გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ.
თუ მას მომავალი შეხვედრის განაცხადში ვიხილავთ ალოგიკური არ იქნება.'' - სებასტიან პოკონიოლი
დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, პოგბას 2023 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც სარჩელის შეტანის შემდეგ, 18 თვემდე შემცირდა.
32 წლის ნახევარმცველი მონაკოს ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Pogba 🏃♂️🎯 pic.twitter.com/cb8BkN5h3H
— AS Monaco EN 🇲🇨 (@AS_Monaco_EN) October 30, 2025